ძებნა
KA
Menu Close

ANTINORI


ანტინორის ოჯახი

ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.

ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.

GO TO WEB SITE 

ხედი ბადე სია
დალაგება
რაოდენობა გვერდზე

Prunotto Mompertone - Prunotto

ღვინო გამოირჩევა წვნიანი, ელეგანტური გემოთი, მაცოცხლებელი, რბილი ტექსტურით, მდიდარი ხავერდოვანი ტანინებით და ხანგრძლივად ტოვებს გემოს.
92
JS
3.7
R
73,00 ₾

Conte Della Vipera - Marchesi ANTINORI

ღვინის გემო მაცოცხლებელი, მძაფრი და პიკანტურია, ფიჭვის კაკლის ნაჭუჭის, არომატული მწვანილეულისა და ანწლის ნოტებით.
4.0
R
80,00 ₾

Villa Antinori Rosso

ვილა ანტინორი, ანტინორის ოჯახის საფირმო ღვინო, პირველად 1928 წელს დაამზადა მარკიზ ნიკოლო ანტინორიმ, პიერო ანტინორის მამამ; განსაკუთრებული ღვინო, რომელიც, როგორც არცერთი სხვა, საუკეთესოდ წარმოადგენს ოჯახის ისტორიას, იდენტობასა და მარადიულობას. "ვილა ანტინორი არის სისხლით ტოსკანური წითელი, რომლის ყურძენი იზრდება, მწიფდება და იკრიფება ჩვენი ტოსკანური მამულებიდან, რის შემდეგაც ექვემდებარება ფერმენტირებასა და დაძველებას ანტინორის ოჯახის მამულებში". პიერო ანტინორი.
92
JS
3.9
R
82,00 ₾

Botrosecco

ბოტროსეკო მზადდება კაბერნე სოვინიონისა და კაბერნე ფრანკის ნაზავისგან, დამაინტრიგებელი, მძლავრი ღვინო არაჩვეულებრივი ბალანსით, რომელიც გამოხატავს მარემას რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებს.
3.9
R
87,00 ₾

Bramito Della Sala - Castello Della Sala

ბრამიტოს აწარმოებენ ვენახებიდან, რომლებიც გარს აკრავს შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს კასტელო დელა სალაში. ერთ-ერთი ჯიში, რომელიც ამ ტერუარში ხარობს, შარდონეა. ვენახები გაშენებულია ნამარხი ქანებით მდიდარ ნიადაგებზე თიხის ძარღვებით, რომლებიც ღვინოს მინერალურობასა და ელეგანტურობას ანიჭებს.
90
JS
4.1
R
89,00 ₾

San giovanni Della Sala - Castello Della Sala

ხასიათდება ყოვლისმომცველი და მაცოცხლებელი ხილის გემოთი, მინერალების ელფერით, რის წყალობითაც ღვინო ტოვებს მდგრად გემოს.
4.1
R
89,00 ₾
Filters Close
Min: 40,00 ₾ Max: 5 400,00 ₾
₾40 ₾5400