Coravin Timeless Three+™ ღვინის ჩამოსასხმელი სისტემა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დატკბეს ღვინის ჯადოსნობით. მთლიანად შავ ფერში გადაწყვეტილი დიზაინით შექმნილი სისტემა მოიცავს ორ Coravin Pure™ არგონის კაფსულას, ორ Coravin თავსახურს და Coravin აერატორს — ანუ ყველაფერს, რაც საჭიროა ღვინის გახსნის გარეშე დასაგემოვნებლად. Oprah’s Favorite Things 2022 სიაში შესული Timeless Three+™ გაძლევთ შესაძლებლობას, დაასხათ ღვინო საცობის ამოღების გარეშე, რათა თითოეული ჭიქა ისეთივე გემოს მქონე იყოს, როგორიც პირველ დღეს — თუნდაც წლების შემდეგ.
დაასხით ღვინო ნებისმიერ დროს , საცობის ამოღების გარეშე Coravin Timeless Six+ სისტემის საშუალებით . Timeless Six+ წარმოადგენს Coravin ის ინოვაციურ Timeless სერიის დახვეწილ და ელეგანტურ ვერსიას პრიალა ზედაპირებით , მეტალის დეტალებითა და პრემიუმ აქსესუარებით . სისტემა ინარჩუნებს ღვინის სუფთა გემოს წლების განმავლობაში , თითქოს ახლახან გაიხსნა ბოთლი . ხელმისაწვდომია ფერების მრავალფეროვან , დახვეწილ პალიტრაში რათა ღვინის ყოველ ჭიქას თან სდევდეს უმაღლესი გამოცდილება
Coravin Sparkling® არის პირველი და ერთადერთი სისტემა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ცქრიალა ღვინის – შამპანურისა და პროსეკოს შუშხუნის შესანარჩუნებლად ოთხი კვირის განმავლობაში. იქნება ეს სადღესასწაულო სადღეგრძელო, შუა კვირის აპერიტივი თუ ზაფხულის უქმე ბრანჩი Coravin Sparkling® გაძლევთ თავისუფლებას ნებისმიერ დროს დააგემოვნოთ საყვარელი სასმელი ბოთლის გახსნის გარეშე. ყოველი ჭიქა იქნება ისეთივე სუფთა და ცქრიალა, როგორც პირველი.