ძებნა
KA
Menu Close

Masseria Maime Negroamaro

მწარმოებლები: ANTINORI , Tormaresca
წმინდა ნეგროამარო ტორმარესკას მამულიდან. სახელი მიიღო ფერმიდან, რომლამდე მისვლაც შესაძლებელია საცალფეხო ბილიკით, რომელიც გადის ფიჭვნარებსა და ზეთისხილის კორომებში. ძველი ფერმის სახლი აშენდა ლეჩეს კეთილშობილმა კაპეჩეს ოჯახმა. სახლს დაარქვეს მის კედლებს გარეთ მდებარე პატარა სამლოცველოს სახელი. ეს სამლოცველო, რომელიც მიეძღვნა წმინდა პასკუალს მაიმეში (პატარა უბანი), აშენდა იმისთვის, რომ მამულში მომუშავე გლეხებს კვირის განმავლობაში სათანადო ადგილი ჰქონოდათ სალოცავად, მაშინ, როდესაც სახლიდან შორს იყვნენ. ასეთი ტრადიციები ასახავს წარსული ცხოვრების წესის ღირებულებებსა და ტემპებს.
სპეციფიკაცია
Wine
ტიპი წითელი მშრალი
ქვეყანა იტალია
რეგიონი Puglia
აპელაცია Salento IGT
რეიტინგი 4.2
James Suckling 93
ყურძნის სახეობა Negroamaro
მოცულობა 750ml
ალკოჰოლი 14%
წელი 2016
135,00 ₾
თქვენი ფასი: 94,50 ₾
h i
ამ პროდუქტთან ერთად ასევე ყიდულობენ

Reserva Rioja - Marques De Murrieta

მაცოცხლებელი, სრულყოფილი, მომრგვალებული და კარგად დაბალანსებული გემო რბილი ტანინებით, მუქი ალუბლისა და წითელი ხილის ნოტებით, მუხის ნიუანსებითა და მსუბუქი სანელებლების ელფერით.
95
JS
4.2
R
115,00 ₾

Gewurztraminer - Kellerei Terlan

სამხრეთ ტიროლის უნტერლენდში მეღვინეობის სოფლის ტრამინის სახელის მიხედვით, Gewürztraminer ნაცნობი პროდუქტია რეგიონის თეთრი ღვინის რეპერტუარში. თავისი ყვავილოვანი ხილისა და უაღრესად არომატული კომპონენტებით, ამ ღვინოს ერთგული მიმდევრები ჰყავს და განსაკუთრებით დაფასებულია, როგორც აზიური კერძების თანმხლები. Gewürztraminer-ის მასტიმულირებელი არომატი მოგაგონებთ ლიჩის და მანგოს ცხრატყავას ნაზი ნოტებით. არომატული სპექტრი ასევე შეიცავს ვარდის ფურცლის ნოტებს, რომლებიც დამახასიათებელია ამ ჯიშისთვის.
92
JS
3.9
R
79,00 ₾

Capo Martino - Jermann

კაპო მარტინო იმ გორაკის სახელია, რომელიც სილვიო ჯერმანმა 1991 წელს იყიდა დოლენია დელ კოლიოს მუნიციპალიტეტში და რომელიც ომის დროს უკვე გამოიყენებოდა სათვალთვალო პუნქტად. ამავე სახელწოდების ვენახი გაშენებული და განახლებული იქნა 7,5 ჰექტარზე 1996 წლიდან 2003 წლამდე, თუმცა, აქ შენარჩუნებულია ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. დაძველება: „წარმოიშვა იმ იდეიდან, რომ მიგვეღო სხვადასხვა ჯიშის ნაზავი, ტრადიციული გზით ვინიფიკაციის შედეგად, როგორც ამას მამაჩემი ანჯელო აკეთებდა - კანზე ოდნავი მაცერაციით, მუხის კასრებში ფერმენტაციითა და 10 თვის მანძილზე დაძველებით და მოსავლის აღებიდან ორი წლის შემდეგ გამოშვებით“.
93
JS
4.3
R
290,00 ₾

Fragore Etna Rosso - Donnafugata

ლალისფერი ფრაგორე გვთავაზობს ექსტენსიურ და ღრმა თაიგულს ველური მაყვლისა და ტყის საფარის ნოტებით, რომლებიც შერწყმულია ბალზამის, მინერალურ (კაჟი) და თამბაქოს ნიუანსებთან. მისი კომპლექსურობისა და ტანინებიანი სტრუქტურის გამო, მის შესანიშნავი მდგრადობასთან ერთად, კონტრადა მონტელაგუარდიას ეს ვენახი ვულკანური ენერგიის ჭეშმარიტი გამოხატულებაა.
96
JS
4.0
R
299,00 ₾ 149,50 ₾